სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

17 თებერვალი 2023, 11:06 577 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თუმცა მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და თქვა, რომ ავად არის.

“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ.

მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის.

თბილისში მამაკაცმა ცოლი 2022 წლის მაისში ავტობუსში მოკლა. შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ყელი არასრულწლოვანი შვილებით თანდასწრებით გამოჭრა. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული 27 ჭრილობა ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი