რუსეთის თავდაცვის სამინიტროს პასუხი ნატოს მინისტერიალზე

15 თებერვალი 2023, 14:43 474 ნახვა

ბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალის პარალელურად, რომელზეც უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტუ-160 ტიპის ატომური ბომბდამშენების რეგულარული ფრენების კადრებს ავრცელებს. 

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენები ბარენცისა და ნორვეგიის ზღვების ნეიტრალური წყლების თავზე განხორციელდა. ორმა ტუპოლევ ტუ-160 ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, რომლებსაც 12-მდე მოკლე რადიუსის მქონე ბირთვული რაკეტის ტარება შეუძლიათ, ჰაერში 13 საათზე მეტი დაჰყო - აღნიშნულია დოკუმენტში. ეს კადრები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვმა ერთი დღით ადრე ტუ-95 ემ-ესის ტიპის ბირთვული ბომბდამშენის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.

სტრატეგიული ბომბდამშენი ბერინგის ზღვის თავზე, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს ყოფს, 7 საათიან რეგულარულ ფრენას ასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი