ახალ ზელანდიას ციკლონი „გაბრიელე“ უახლოვდება

13 თებერვალი 2023, 13:48 604 ნახვა

ახალი ზელანდიის  ქალაქ ოკლენდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს ციკლონ გაბრიელეს გამო   ძლიერი წვიმისა და ქარის, ასევე შესაძლო  წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ. 

ციკლონი  ამჟამად ახალი ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთით 250 კილომეტრის მოშორებით მძვინვარებს და უახლოესი 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გადაინაცვლებს. 

ოკლენდსა და  ჩრდილოეთ კუნძულზე მოსალოდნელი სტიქიის გამო დაიხურა  სკოლები და ადგილობრივი სამთავრობო დაწესებულებები, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ოკლენდსა და ქვეყნის კიდევ  ხუთ  რეგიონში. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი   46 ათასი სახლი, ზოგიერთ რაიონში შეფერხებულია მობილური კავშირი, წაქცეულია ხეები  და  გადახდილია სახურავები.

გასულ თვეში ოკლენდსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ძლიერმა  წყალდიდობამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი