მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმე

12 თებერვალი 2023, 14:12 679 ნახვა

მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლომ მიიღო. მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატი 3-ათასლარიან გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ახლა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, ცნობილია, რომ ის მკვლელობის ღამეს პოლიციაში თავად მივიდა.

გამოძიების, საქმეში ასევე დევს ბრალდებულის მეუღლის ჩვენებაც, სადაც ის მოტივზე საუბრობს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი