ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების უკან პუტინის ოკუპანტურ რეჟიმს ხედავს. როგორც დოლიძე ამბობს, ყველაფერს, რაც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში ამბობს არა აფხაზეთი, არამედ სწორედ პუტინის რეჟიმი.