მთავრობის სამძიმარი თურქეთს

10 თებერვალი 2023, 20:00 929 ნახვა

თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.  ირაკლი ღარიბაშვილმა  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანაგრძნობა გამოუცხადა. “მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა.  საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.  „ჩვენ, მეგობრები ვალდებული ვართ, გვერდით დავუდგეთ თურქეთს“ - ეს განცხადება კი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი