ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

10 თებერვალი 2023, 17:20 566 ნახვა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გადასინჯავენ.

ბრალდებული ბათუმის ციხეშია გადაყვანილი და პროცესს დისტანციურად ერთვება. ესებუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ბანკის შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში