ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით ბრალზე დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი

09 თებერვალი 2023, 19:20 747 ნახვა

 ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს.

“ვიზიტის მიზანი აქ იყო, რომ მას დაკავებისას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ ბრალი 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაა - შენახვა - ტარებას გულისხმობს. ამ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს და სასამართლოში ჩვენების მიცემას გეგმავს” .- განაცხადა ადვოკატმა.

ბანკის საქმის მტკიცებულებად, ხმის იდენტურობაა დადგენილი ბანკში მყოფი პირის, ბადრი ესებუასთან. ბანკის კრედიტ ოფიცერთა სატელეფონო საუბრის შედარება მოხდა. ასევე მასრის იდენტურობაზეა საუბარი, დაემთხვა სახლში ამოღებულ მასრას. კატეგორიულად უარყოფს იმ მასრის არსებობას მის სახლში, - ის მასრა მის სახლში ვერ აღმოჩნდებოდა. ამბობს, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია. მას საქართველო არ დაუტოვებია, მაგრამ სიცრუე, თითქოს იმ სახლში იმალებოდა. ორი წლის განმავლობაში იმიტომ იმალებოდა, რომ ყაჩაღობიდან მეორე დღეს მისი სახელი გაჟღერდა. რადგან ფულთან იყო დაკავშირებული - ნახევარი მილიონი დოლარი აქვს წაღებული მძარცველს, შეეშინდა, რომ გარდა პოლიციისა მასზე ნადირობა სხვა პირებს გამოეცხადებინათ. აქედან გამომდინარე გამოძიებას თავი აარიდა. შემდეგ დააკავეს მისი ძმა. ძმის დაკავებამდე გამოსვლა უნდოდა, თუმცა მისი ძმაც გაყალბებული მტკიცებულებებით დააკავეს. ბათუმის ციხეში იმიტომ გადმოიყვანეს, რომ ჩემი ვარაუდით მისი ძმა არის ქუთაისის ციხეში. ბანკის ყაჩაღობის დღეს ბადრი ზუგდიდში იყო”, - განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი