სალომე ზურაბიშვილი: ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის

08 თებერვალი 2023, 14:15 629 ნახვა

“ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილის მხარის შუამდგომლობა.

სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ შეწყალების შედეგად სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება და ამით ქვეყანა თავის რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს. ციტატა: „ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების. ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო. - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი