სირიაში ნანგრევებიდან მთელი ოჯახი ამოიყვანეს

08 თებერვალი 2023, 14:53 513 ნახვა

სირიის ქალაქ ბისინაში დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა და ადგილობრივებმა მთელი ოჯახის ამოყვანა უვნებლად შეძლეს.  მამა ორ შვილთან ერთად  ორი დღის განმავლობაში საკუთარი სახლის ნანგრევებში იყო მოყოლილი. 

სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ მოძრაობის წევრების  მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილია  მაშველებია და ხალხის ზეიმი, როცა ნანგრევებიდან ერთმანეთის მიყოლებით მთელი ოჯახი ამოჰყავთ. 

სულ მცირე 2500 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა სირიაში მეზობელ თურქეთში მომხდარი რამდენიმე  დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი