თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ

08 თებერვალი 2023, 11:30 349 ნახვა

თურქეთში, სტიქიის ზონაში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ეძებენ.

საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, გუშინ საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იპოვეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოთხივე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. 

მისივე ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში