გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზაფხულისთვის უკრაინას 20-დან 25 ტანკამდე უნდა მიეწოდოს, წლის ბოლომდე კი – 80-მდე.
მისი თქმით, ბერლინის მიზანია 100-ზე მეტი ტანკის გადაცემა 2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, სულ მცირე, სამი უკრაინული ბატალიონის აღჭურვას.