თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 8000-ს გადააჭარბა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად 34 810 ადამიანი დაშავდა და 5 775 შენობა განადგურდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 8 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის ზონაში თურქეთის ყველა უწყებიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას თურქეთის ისქენდერუნის პორტში.