“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

07 თებერვალი 2023, 00:06 746 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები, მიხეილ სააკაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. შეკრებილები პრემიერ-მინისტრს მიმართვენ, რომ მიიღოს დროული გადაწყვეტილება სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ხვალ 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

პრემიერის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. გადაკეტილია სახლამდე მისასვლელი ქუჩებიც.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი