რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

04 თებერვალი 2023, 11:21 514 ნახვა

2008 წელს საქართველო რუსეთის გამოცდას ეცადა, მაგრამ საპირისპირო მიიღო. რუსეთმა მიიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამრიგად, მათ დაბრუნებაზე ოცნება საქართველოსთვის მხოლოდ ოცნებებსა და ფანტაზიების სამყაროში დარჩება - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ისაუბრა.

კონსტანტინ ზატულინის თქმით, იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოთხოვნები, რუსეთი უნდა დამარცხდეს. იმედოვნებს, რომ  ეს ასე არ მოხდება. დეპუტატმა ასევე აღნიშნა რომ თბილისი, რომელსაც უკრაინის კონფლიქტთან არანაირი კავშირი არ აქვს ცდილობს თავისი ღირებულება გაზარდოს და რუსეთისგან რაღაც მოითხოვოს.

ზატულინი არ გამორიცხავს საქართველოს საზღვრებზე სიტუაციის გამწვავებას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მთავრობა იმ ზეწოლის ქვეშ მოექცევა, რომელიც მათზე ხორციელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში