ფრონტის ხაზზე სიტუაცია სულ უფრო მძიმდება - ზელენსკი

02 თებერვალი 2023, 11:11 414 ნახვა

სიტუაცია ფრონტის ხაზზე აღმოსავლეთ უკრაინაში დამძიმდა, რადგან რუსული ძალები აძლიერებენ შეტევას, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას. 

ასევე აღნიშნა, რომ კორუფციასთან საბრძოლველად საკადრო ცვლილებას განახორციელებს და ხაზი გაუსვა თავდაცვის სამინისტროში გამჭვირვალობის აუცილებლობას.

რუსეთმა ბოლო დღეებში  ბრძოლის ველზე  წარმატებას მიაღწია და წინ წაიწია ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ეს მიმართულება მოსკოვის მთავარი სამიზნე იყო თვეების განმავლობაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი