„ზრუნვა ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის”

01 თებერვალი 2023, 14:04 519 ნახვა

ახალგაზრდების ფსიქიკური კეთილდღეობისთვის ზრუნვა და სერვისია პროექტი, რომელსაც  ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“  და ,,ბათუმის დემოკრატიის ინსტიტუტი“ ერთობლივად ახორციელებენ.  პროექტს  ახალგაზრდა ბენეფიციარები უკვე  ჰყავს.    

ორგანიზაციები სწორედ მათ  ფსიქოლოგიურ  და  ფსიქიატრიულ დახმარებაზე ზრუნავენ. 

დღეს ბათუმში  მოქმედ აღნიშნულ  ორგანიზაციებს,  სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.  

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ტიპის დახმარების საჭიროება ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა.  

სამიზნე ჯგუფები შესაძლოა  სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა  და სოციალური პრობლემების მქონე დასახლებებში იყვნენ.    

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი