პრემიერ-მინისტრი ფინანსთა სამინისტროს გუნდს შეხვდა

31 იანვარი 2023, 17:42 604 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. როგორც ცნობილია, 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები შეადგენს 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი  80 მლრდ ლარამდე.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. როგორც ცნობილია, სულ ახლახან სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა მთავრობის ვალის შემცირება, ფისკალური დეფიციტის კლება, საერთაშორისო რეზერვების შევსება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი