ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

30 იანვარი 2023, 17:42 2411 ნახვა

ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%. კობა ნაყოფიას თქმითვე, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი