იტალიის მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას არასამთავრობოები და ეკლესიაც აკრიტიკებს

30 იანვარი 2023, 14:05 455 ნახვა

200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს იტალიის სანაპიროებთან.  ისინი სამაშველო გემმა  პორტ ლა სპეციაში გადაიყვანა. გემზე   237 მიგრანტს შორის  73 არასრულწლოვანი იყო.

მემარჯვენე პრემიერ- მინისტრი ჯორჯა მელონი აიძულებს მიგრანტების სამაშველო გემებს შორეულ პორტებს მიადგნენ, რაც  ხანგრძლივ მგზავრობას და საექსპლუატაციო  ხარჯების გაზრდას  ნიშნავს. 

ნავსადგურებში გემების შესვლის  მიმართულებების ახალი პოლიტიკა, რომელიც დეკემბერში გამოცემული განკარგულების დანართია,   არასამთავრობო ორგანიზაციების გემებისგან  მოითხოვს  ყოველი გადარჩენის შემდეგ დაუყოვნებლივ გაემგზავრონ პორტში და არ გააგრძელონ გასაჭირში მყოფი ნავების ძებნა.  კაპიტნებს, რომლებიც არღვევენ ამ წესებს,  50 ათას ევრომდე ჯარიმა და გემის ორთვიანი დაკავება ემუქრებათ.

ექიმები საზღვრებს გარეშე  და 16 სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციამ დაგმეს იტალიის მთავრობის ახალი წესები და განაცხადეს, რომ ეს ზღვაში უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს. იტალიის კათოლიკურმა ეკლესიამ მთავრობას  დადგენილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი