სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის ციხეში

17 მაისი 2016, 00:00 5770 ნახვა

ბათუმის ციხეში მსჯავრდებულებს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტმა 88 ბრალდებულს 189 კონსულტაცია და დიაგონისტიკური კვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ასევე ჩატარდა Nმე-5, მე-8, Nმე-15 და Nმე-17 პენიტენციურ დაწესებულებებში. წლის ბოლომდე აღნიშნული ღონისძიება ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი