"China Southern Airlines"-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განაახლა

27 იანვარი 2023, 16:13 1381 ნახვა

პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, "China Southern Airlines"-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა.

"ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"China Southern Airlines"-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი