აშშ-ის ელჩის ინტერვიუ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“

26 იანვარი 2023, 12:00 538 ნახვა

სად უნდა იყოს საქართველო მაშინ, როცა 11 თვეა უკრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს? და ხომ არ არსებობს  რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფრთხე? აშშ-ს ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ უკრაინამ და საქართველომ, ორივემ გამოსცადეს რუსეთის აგრესია, ამიტომ ახლა უპირატესია ორივე ქვეყანა იდგეს ერთად. და თუ ასე არ იქნება,  დიპლომატს მიაჩნია, რომ  დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის, რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.  

ამასთან კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს თანაგრძნობას და დახმარებას  ჰუმანიტარულ კონტექსტში - ეს განცხადება კელი დეგნანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი