ზელენსკი მოკავშირეებისგან ტანკების მიწოდების დაჩქარებას და მოცულობის გაზრდას ითხოვს

26 იანვარი 2023, 10:52 384 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების მთავარი გასაღები სიჩქარე და საკმარისი რაოდენობაა.

ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს და მოუწოდა შორი მანძილის რაკეტების და თვითმფრინავების მიწოდებისკენ. შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის 31 ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტანკს მას შემდეგ, რაც გერმანიამ კიევისთვის ლეოპარდის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ვაშინგტონი ბერლინის გადაწყვეტილებას ლეოპარდ 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ  საშიშ პროვოკაციად აფასებდა. 

კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა დასავლეთისგან  საბრძოლო ტანკებს, რომლებიც მის შეიარაღებულ ძალებს მისცემდა  შესაძლებლობას ფრონტის ხაზის გასარღვევად და აღმოსავლეთში და სამხრეთში ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი