უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს

25 იანვარი 2023, 18:00 604 ნახვა

   უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერი სერგეი ჩერევატი სოლედარიდან გასვლის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს. 

„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, მათ შორის, გასული კვირების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სოლედარი და უკან დაიხიეს გარეუბნებში წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე“, – თქვა უკრაინის არმიის წარმომადგენელმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სოლედარის დაკავების შესახებ ორი კვირის წინ განაცხადეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი