კასიანოვის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

25 იანვარი 2023, 11:55 791 ნახვა

კასიანოვს მცდარი ხედვები აქვს  საქართველოს ხელისუფლების პოზიციებთან დაკავშირებით.  ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის დროებითი წარმომადგენლის განცხადებას.

მიხეილ სარეჯველაძის განცხადებით, საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული.  

ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას. –  უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც დახურა ფრენები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. 

კასიანოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების სიმრავლის გამო  საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი