გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო-ამის შესახებ გერმანული შპიგელი წერს. საუბარია ბუნდესვერის საწყობებში განთავსებული „ლეოპარდ ა6“-ის ტიპის ტანკებზე.
ოლაფ შოლცის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ტანკ „აბრამსების“ გასაგზავნად ემზადება.
აშშ უკრაინაში, სავარაუდოდ, „აბრამსის“ ტიპის 30 ტანკს გააგზავნის. რაც შეეხება გერმანიას, ბერლინი კიევს „ლეოპარდების“, სულ მცირე, ერთ ასეულს გადასცემს.
გასულ კვირას რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის მონაწილე 12 ქვეყანა უკრაინას 100 ტანკს გაუგზავნის, როგორც კი ბერლინი „ლეოპარდების“ რეექსპორტის ნებართვას გასცემს.