უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

24 იანვარი 2023, 14:20 483 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შეძენის ბრალდების ფონზე მიიღო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, „ითხოვა სამსახურიდან გაათავისუფლონ, რათა საფრთხე არ შეექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას, კვების სერვისების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად“.   

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯი შეინარჩუნებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას და უზრუნველყოფს ობიექტურობას დამატებითი დაზუსტებისა და შესაძლო გამოძიების დროს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი