პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
„გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უკრაინაში გადაცემაზე თანხმობის შესახებ.
ასევე, მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.