საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი

23 იანვარი 2023, 17:28 498 ნახვა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ევროპის საბჭოში მიღებული პრაქტიკაა, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული კვოტით, პოლიტიკური პარტიის კვოტით ხდება მეორე ვადით არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. არის ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა ჩვენ არსებითად მხარს დავუჭერთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი არის ბატონი მერეშკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომლებიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მის კანდიდატურას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება ტინი კოქსის კანდიდატურას. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი