ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

22 იანვარი 2023, 20:04 505 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. „როიტერის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილი მეთაური ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ოლექსი კულებასთან ერთად გაეცნო.ჯონსონი ასევე იმყოფებოდა ბუჩაში.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენჯერმე სტუმრობდა კიევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი