საჯარო სკოლის 3 200-ზე მეტ დირექტორობის მსურველს ტესტირება დღეს ჩაუტარდება

22 იანვარი 2023, 14:58 900 ნახვა

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა კონკურსი ამ დრომდე მიმდინარეობს. კონკურსის  პირველი ეტაპი სერთიფიცირებაა, რომელიც ტესტირების ფორმატში ბათუმის 5 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.

აჭარის მასშტაბით სულ 365 კანდიდატი გაივლის ტესტირებას. საგამოცდო ტესტი 80 ქულიანია  და სერთიფიცირებისთვის 60 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. 

გამოცდა ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს და 1 სესიათ გაიმართება , რომელიც  5 საათს გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე, სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველი გასაუბრებას გაივლის განათლების სამინისტროში, შერჩეულ კანდიდატებს საბოლოოდ სკოლების სამეურვეო საბჭო შეარჩევს.  

სკოლის დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ამოეწურა, თუმცა პანდემიის მიზეზით კონკურსი გადაიდო და ამ დრომდე ყველა სკოლას მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. 

აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლის დირექტორი უნდა უნდა შეარჩიონ. დირექტორების ის ნაწილი ვისაც მოქმედი სერთიფიკატი აქვს, ანუ 2014  წელს აქვს ჩაბარებული კონკურსს მეორე ეტაპიდან შეუერთდება. დირექტორებს 6 წლის ვადით ირჩევენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში