საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანებიან და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ ქვეყნის პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები, ასევე პოლიტიკოსები.დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს აშშ-ის საელჩო.
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს შეიარაღებულ თავდასხმაზე განცხადებები გაკეთდა პარლამენტში.
მსგავსი მოვლენების პრევენცია ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება - აცხადებენ დეპუტატები. საკანონმდებლო ორგანოში მიაჩნიათ, რომ იარაღის ტარების კუთხით ქვეყანაში კანონმდებლობა მკაცრია.