ავიაკატასტროფა კიევის ოლქში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

18 იანვარი 2023, 15:03 672 ნახვა

18 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად კიევის ოლქში.  ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის არიან მაღალჩინოსნები: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი. 

ვერტმფრენი საბავშო ბაღსა და საცხოვრებელი კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ჯამში, დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

დაღუპულთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი