გამანადგურებელი თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსზე ქალაქ დნიპროში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უფრო სწრაფი და კოორდინირებული გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე მიანიშნებს - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკი გერმანიაში მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის მოკავშირეებისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელოდება. ორშაბათს დნიპროში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ათეულობით დაკარგულად ითვლება ეს ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა იყო სამოქალაქო ობიექტზე უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ.
ზელენსკიმ თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასა და თქვა, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს „ყველა შესაძლებლობას“.