ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისვლას არ გეგმავს

16 იანვარი 2023, 13:15 494 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისვლას არ გეგმავს - ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არ ვაპირებ, არ მიმიღია ასეთი გადაწყვეტილება, თუ მეკითხებით სანახავად მისვლაზე. საქართველოში ყველა ადამიანის და მათ შორის, პატიმრის უფლებები და უსაფრთხოება დაცულია“, - განაცხადა აზარაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი