ხელოვნების უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

13 იანვარი 2023, 14:39 2427 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს  ახალი რექტორი ჰყავს. 4 წლის ვადით სასწავლებელს თემურ კეჟერაძე უხელმძღვანელებს. მან მაია ჭიჭილეიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ ერთხმად გუშინ აირჩია.

თემურ კეჟერაძეს კონკურენტი არ ჰყავდა,  არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა ერმილე მესხიამ.  

თეატრთმცოდნე, პროფესორი თემურ კეჟერაძე ხელოვნების   სასწავლო უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს.

ბოლო პერიოდში იყო ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში კი  ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი.  

ახალი რექტორის  სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს შორისაა   სასწავლო პროცესისა და ხარისხის გაუმჯობესება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი