აჭარის მთავრობის სხდომა

12 იანვარი 2023, 20:08 666 ნახვა

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით  დაგეგმილი პროგრამები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით,  წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და თანხა 36 პროგრამაზე გადანაწილდება.  თქვა, რომ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში - თანადაფინანსება გაიზარდა 40 000-ლარამდე.

ისაუბრა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებაზე. რიჟვაძის თქმით, აქტიურად მოხდება აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება-პოპულარიზაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი