მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვედრა გამართა.
ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილეს მტკიცებულებები და გაიარეს ის გვარებიც, ვინც სიაში მოხვდება.
ადვოკატის ინფორმაციით, სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონდარღვევებში მონაწილეობენ.