სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ - მიხეილ სააკაშვილი

10 იანვარი 2023, 14:45 794 ნახვა

სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული.

„როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკის“ საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკის“ გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკისთვის“. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი