რა ეტაპზეა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი? სასამართლო რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ დასკვნას ქართული მხარე ეუთო/ოდირისგან ელოდება, ამიტომ აღნიშნული ორი დავალების შესრულება სწორედ დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად მიიღებენ პასუხს გავლენიანი ორგანიზაციებისგან.
ვიდრე პარლამენტი რამდენიმე პუნქტზე ეუთო-ოდირის დასკვნის მოლოდინშია, პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს კანონმდებლებს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რადგან როგორც პაპუაშვილი ამბობს, რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციისთვის ულტიმატუმის წაყენებით ხელს უშლის სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს.