უკრაინა კრამატორსკში ასობით სამხედროს დაღუპვის ფაქტს უარყოფს

09 იანვარი 2023, 11:09 424 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კრამატორსკში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება-აცხადებს უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერი სერჰი ჩერევატი და აღნიშნავს, რომ  ეს  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ოპერაციაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, მათ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

რუსული მხარის მტკიცებით, მათი იერიში შურისძიება იყო მაკიივკაზე უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელსაც უკრაინული მხარის თანახმად, 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი