დაკავება ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით

08 იანვარი 2023, 13:48 601 ნახვა

გერმანიაში 32 წლის ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მათი ცნობით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა.

პოლიციამ მასალები  ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას იპოვა. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი