შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის შესაძლო ძალადობის საქმეზე. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. უკვე მეორე დღეა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლების ყოფილ პრემიერსა და შსს-მინისტრს თავს დაესხნენ. მოგვიანებით, საზოგადოებამ ასევე მედიით გაიგო, გია გაჩეჩილაძის იგივე უცნობის სიძის პოზიცია, რომ მასა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. შარაშიძის თქმით პასუხისმგებლობას არ გაურბის და თუ საჭირო გახდა, დეტალების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კითხვებს უპასუხებს.