დღეს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიკრიბება. ამის შესახებ გაეროში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა განაცხადა. მან ისრაელის ახალი ულტრამემარჯვენე ეროვნული უშიშროების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ვიზიტი პალესტინაზე უშუალო თავდასხმად შეაფასა.
თავდასხმა არ არის მხოლოდ ჩვენს წმინდა ადგილებზე ალ-აქსას მეჩეთსა და ჰარამ ალ-შარიფზე. საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად უნდა ილაპარაკოს ამ ექსტრემიზმის დასაგმობად. ჩვენ არ დავკმაყოფილდებით ლამაზი განცხადებებით, რომლებიც ხვალ იქნება წარმოთქმული უშიშროების საბჭოში. ჩვენ გვინდა მათი განხორციელება.
ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს ალ-აქსას მეჩეთსა და ჰარამ ალ-შარიფთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა ისტორიული სტატუს კვოს პატივისცემის გარანტია საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით-განაცხადა გაეროში პალესტინის ელჩმა.