სოლიდარობის აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად

04 იანვარი 2023, 19:38 652 ნახვა

აქცია პერფორმანსი გაიმართა ბათუმში. ე. წ „ თავისუფლების კვარტალში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სანთლებით „ სეივ მიშა “ დაწერეს. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს. მდუმარე აქციაზე პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებები მხოლოდ მედიასთან გააკეთეს და განმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ქვეყნის იმიჯის ლუსტრაციაა. ასევე ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კი მთელ პარტიას აერთიანებს და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრებების მქონე წარმომადგენლები ერთად დგანან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი