12 ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები გუშინ დილით დაეწვათ, დროებით ქირით იცხოვრებენ. თამარის დასახლებაში ხანძარი ბარაკულ საცხოვრებელს დღის 11 საათზე გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.