მასშტაბური წყალდიდობა ავსტრალიასა და საუდის არაბეთში

04 იანვარი 2023, 10:47 795 ნახვა

ავსტრალიის დასავლეთ კიმბერლის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული რეკორდული წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ველური ბუნება და დასახლებული პუნქტები,  ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მასშტაბური წყალდიდობის შედეგად  ქალაქ ფიცროი კროსინგში გზები, მაღაზიები და სახლები დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე ფიცროიმ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, რადგან მეტეოროლოგები ძლიერ ნალექსა და წყალდიდობას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ. ძლიერი წყალდიდობაა საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილშიც.

კოკისპირული წვიმების შედეგად  ქალაქ მედინაში ადიდებულმა მდინარემ   დატბორა ქუჩები და სახლები. ადგილობრივი მედია იტყობინება წყალდიდობის შესახებ დიდ ქალაქებში, როგორიცაა მექა და ჯიდა

ნოემბერში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ჯიდაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი