ასაკობრივი პენსია იზრდება

03 იანვარი 2023, 14:33 1253 ნახვა

იანვარში პენსიონერები  გაზრდილ  პენსიას აიღებენ.  კერძოდ,  ის ვინც   70 წლის და უფრო  მეტი ასაკისაა    65 ლარით  გაზრდილ პენსიას აიღებენ ამ თვეში, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდა;  70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და   295 ლარი იქნება.   ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი.    

გარდა პენსიის ზრდისა , გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.   

დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება და ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება. ამ განცხადებას საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ ავრცელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი