ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების ციკლს დღეს საღამოს ჯგუფები და ბენდები გააგრძელებენ. მაყურებლის განწყობაზე ამჯერად ბენდები ,,კონიაკი'' და ''რეინ სითი“ , ასევე დიჯეი თროფი ოფ იზრუნებენ. კონცერტი დღესაც 18 საათიდანაა ჩანიშნული.
გუშინ საღამოს გამართულ კონცერტზეც მაყურებლის წინაშე ბათუმელი ბენდები წარსდგნენ, მოგვიანებით კი განწყობაზე გელა გნოლიძე და ღამის შოუ ბენდი ზრუნავდნენ. კონცერტი ელექტრონული მუსიკით გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება.
კონცერტების პარალელურად მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობა.